Ⴑაღმრთო, საღმრთოდ გასაგონი, მსმენელთათვის დიდი მარგი,
Ⴉვლა აქაცა ეამების, ვინცა ისმენს კაცი ვარგი;
Ⴂრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის, შაირია ამად კარგი.
Ⴅითა ცხენსა შარა გრძელი და გამოსცდის დიდი რბევა,
Ⴋობურთალსა – მოედანი, მართლად ცემა, მარჯვედ ქნევა,
Ⴋართ აგრევე მელექსესა – ლექსთა გრძელთა თქმა და ხევა,
Ⴐა მისჭირდეს საუბარი და დაუწყოს ლექსმან ლევა.
Ⴋაშინღა ნახეთ მელექსე და მისი მოშაირობა,
Ⴐა ვეღარ მიჰხვდეს ქართულსა, დაუწყოს ლექსმან ძვირობა,
Ⴀრ შეამოკლოს ქართული, არა ქმნას სიტყვა-მცირობა,
Ⴞელ-მარჯვედ სცემდეს ჩოგანსა, იხმაროს დიდი გმირობა.
Ⴋოშაირე არა ჰქვიან, თუ სადმე თქვას ერთი, ორი;
Ⴇავი ყოლა ნუ ჰგონია მელექსეთა კარგთა სწორი;
Ⴂანაღა თქვას ერთი, ორი, უმსგავსო და შორი-შორი,
Ⴋაგრა იტყვის: «Ⴙემი სჯობსო», უცილობლობს ვითა ჯორი.
Ⴋეორე ლექსი ცოტაი, ნაწილი მოშაირეთა,
Ⴀრ ძალ-უც სრულ-ქმნა სიტყვათა, გულისა გასაგმირეთა, —
Ⴅამსგავსე მშვილდი ბედითი ყმაწვილთა მონადირეთა:
Ⴃიდსა ვერ მოჰკლვენ, ხელად აქვს ხოცა ნადირთა მცირეთა.
Ⴋესამე ლექსი კარგია სანადიმოდ, სამღერელად,
Ⴑააშიკოდ, სალაღობოდ, ამხანაგთა სათრეველად;
Ⴙვენ მათიცა გვეამების, რაცა ოდენ თქვან ნათელად.
Ⴋოშაირე არა ჰქვიან, ვერას იტყვის ვინცა გრძელად.
Ⴞამს, მელექსე ნაჭირვებსა მისსა ცუდად არ აბრკმობდეს,
Ⴄრთი უჩნდეს სამიჯნურო, ერთსა ვისმე აშიკობდეს,
Ⴗოვლსა მისთვის ხელოვნობდეს, მას აქებდეს, მას ამკობდეს,
Ⴋისგან კიდე ნურა უნდა, მისთვის ენა მუსიკობდეს.
Ⴙემი აწ ცანით ყოველმან, მას ვაქებ, ვინცა მიქია;
Ⴄსე მიჩნს დიდად სახელად, არ თავი გამიქიქია!
Ⴈგია ჩემი სიცოცხლე, უწყალო ვითა ჯიქია;
Ⴋისი სახელი შეფარვით ქვემორე მითქვამს, მიქია.
Ⴅთქვა მიჯნურობა პირველი და ტომი გვართა ზენათა,
Ⴛნელად სათქმელი, საჭირო გამოსაგები ენათა;
Ⴈგია საქმე საზეო, მომცემი აღმაფრენათა;
Ⴅინცა ეცდების, თმობამცა ჰქონდა მრავალთა წყენათა.
Ⴋას ერთსა მიჯნურობასა ჭკვიანნი ვერ მიჰხვდებიან,
Ⴄნა დაშვრების, მსმენლისა ყურნიცა დავალდებიან;
Ⴅთქვენ ხელობანი ქვენანი, რომელნი ხორცთა ჰხვდებიან;
Ⴋართ მასვე ჰბაძვენ, თუ ოდეს არ სიძვენ, შორით ბნდებიან.
Ⴋიჯნური შმაგსა გვიქვიან არაბულითა ენითა,
Ⴋით რომე შმაგობს მისისა ვერ-მიხვდომისა წყენითა;
Ⴆოგთა აქვს საღმრთო სიახლე, დაშვრების აღმაფრენითა,
Ⴉვლა ზოგთა ქვე უც ბუნება კეკლუცთა ზედან ფრფენითა.
Ⴋიჯნურსა თვალად სიტურფე ჰმართებს, მართ ვითა მზეობა,
Ⴑიბრძნე, სიმდიდრე, სიუხვე, სიყმე და მოცალეობა,
Ⴄნა, გონება, დათმობა, მძლეთა მებრძოლთა მძლეობა.
Ⴅისცა ეს სრულად არა სჭირს, აკლია მიჯნურთ ზნეობა.
Ⴋიჯნურობა არის ტურფა, საცოდნელად ძნელი გვარი;
Ⴋიჯნურობა სხვა რამეა, არ სიძვისა დასადარი: