Ⴇანამედროვე Ⴂერმანია. Ⴊექსიკონი - страница 14

Шрифт
Интервал




Berlinale («Ⴁერლინალე») – ყოველწლიური (1950 წლიდან) საერთაშორისო კინოფესტივალი Ⴁერლინში; მთავარი პრიზი – «Ⴁერლინის ოქროს დათვი».

Berliner Ecke («ბერლინული კუთხე») – ძველებური არქიტექტორული ელემენტი, რომელიც მე—19 ს. იხმარებოდა Ⴁერლინში საცხოვრებელი სახლების მშენებლობის დროს; ეს არის ორი ქუჩის გზაჯვარედინზე მდგარი შენობის მოჭრილი კუთხე; კუთხე მორთულია აივნებით, ლოჯიებით და ა. შ.

Berliner Ensemble («Ⴁერლინერ ანსამბლი») – დრამატული თეატრი; დაარსებულია 1949 წ. Ⴁერლინში Ⴁერტოლდ Ⴁრეხტის და Ⴄ. Ⴅაჲგელის მიერ როგორც ანტინაცისტური და ანტიმილიტარისტული მიმართულების თეატრი; Ⴂერმანიის ერთერთი წამყვანი დოამატული თეატრი.

Berliner Karpfen (ბერლინური კობრი) – ჩურთვილი კობრი; ჩვეულებრივ ჭამენ საახალწლო ღამეს.

Berliner Kunstgewerbemuseum (Ⴁერლინის Ⴃართული ხელოვნების მუზეუმი) – შენობა აშენებულია 1985 წ. Ⴐ. Ⴂუტბროდის პროექტით; მასში გამოფენილია ოქროს ნივთკბი, ქსოვილები, სურათები, მინა, ავეჯი (ადრეულ შუასაუკუნეებიდან ჩვენ დრომდე); სუფრის ვერცხლის სერვიზი ბერლინური საქალაქო სასახლიდან და Ⴅელფების (11 ს. ბავარული სათავადო გვარი) სახელგანთქმული განძი.

Berliner Mauer (Ⴁერლინის კედელი) – გადამღობი ნაგებობების სისტემა ႢႣႰ და Ⴃასავლეთ Ⴁერლინს შორის საერთო განფენილობით 162 კმ.; აგებულია ႢႣႰ მოსახლეობის Ⴃასავლეთში მასიური გადენის აღკვეთის მიზნით; ႢႣႰ პოლიტიკური ცვლილებების შედეგად 1990 წ. კედელი დაშალეს; კედლის ნარჩენები შენარჩუნებულია როგორც ძეგლი.

Berliner Morgenpost («Ⴁერლინერ Ⴋორგენპოსტი») – Ⴁერლინში 180 ათასიანი ტირაჟით გამომავალი ყოველდღიური გაზეთი.

Berliner Ofen – კაფელის დიდი ღუმელი თავთავიანი ბადეს გარეშე, რომლის კარები იხრახნება და ღუმელი დიდ ხანს ინარჩუნებს სითბოს.

Berliner Pfannkuchen (ბერლინური ფუნთუშები) – ფუნთუშები სხვადასხვა გვარი ხილის საჩურთით; მათ ჩვეულებრივ ჭამენ წინასაახალწლო ღამეს; ერთ—ერთი ფუნთუში ივსება მდოგვით.

Berliner Ring (Ⴁერლინის რგოლი) – რგოლისებრი გზა Ⴁერლინის გარშემო.

Berliner Schnauze (ბერლინური დიალექტი) – Ⴎოტსდამის, Ⴍდერის Ⴔრანკფურტის, Ⴉოტბუსის, ნაწილობრივ Ⴘვერინის და Ⴌოჲბრანდენბურგის ოლქების ენა.

Berliner Volksbühne (Ⴁერლინის სახალხო თეატრი) – ერთ—ერთი უძველესი Ⴁერლინში; დაარსებულია 1915 წ.; 20—ან წლებში მასში თამაშობდნენ ისეთი ცნობილი მსახიობები, როგორც Ⴋ. Ⴐაჲხარდტი და Ⴄ. Ⴎისკატორი.

Berliner Weiße – ბერლინური ნათელი ლუდი.

Berliner Weiße mit Schuß (ბერლინური ნათელი) – ლუდი ჟოლოს სიროფის დამატებით.

Berliner Zeitung («Ⴁერლინერ Ⴚაჲტუნგი») – Ⴁერლინში 258 ათასიანი ტირაჟით გამომავალი ყოველდღიური გაზეთი.