Читать Ⴇანამედროვე Ⴂერმანია. Ⴊექსიკონი - Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე

Ⴇანამედროვე Ⴂერმანია. Ⴊექსიკონი

На данной странице вы можете читать онлайн книгу "Ⴇანამედროვე Ⴂერმანია. Ⴊექსიკონი" автора Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე. Общий объем текста составляет эквивалент 200 бумажных страниц. Произведение многоплановое и затрагивает разнообразные темы, однако его жанр наиболее вероятно можно определить как прочая образовательная литература. Книга была добавлена в библиотеку 06.08.2023, и с этой даты любой желающий может удобно читать ее без регистрации. Наша читалка адаптирована под разные размеры экранов, поэтому текст будет одинаково хорошо смотреться и на маленьком дисплее телефона, и на огромном телевизоре.

Краткое описание

Ⴜინამდებარე ლექსიკონი «Ⴇანამედროვე Ⴂერმანია» მოიცავს 2730 ტერმინს, რომლებიც ასახავენ ომისშემდგომი Ⴂერმანიის ცხოვრებას. Ⴂერმანული ტერმინები განმარტებულია ქართულ ენაზე. Ⴑტატიების თემატიკა მრავალფეროვანია: გეოგრაფია, ისტორია, ხელოვნება, კულტურა, პოლიტიკური ცხოვრება, სახალხო და რელიგიური დღესასწაულები, გერმანული სამზარეულოს კერძები და ა. შ. Ⴜიგნი გამართულია მთავრული ასოებით, რომლებითაც იწყება წერტილის შემდეგ ახალი წინადადება და აგრეთვე პირადი და საკუთარი სახელები.

Книга Ⴇანამედროვე Ⴂერმანია. Ⴊექსიკონი онлайн бесплатно


Ⴀვტორ-შემდგენელი Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე


ISBN 978-5-4490-1561-7

Создано в интеллектуальной издательской системе Ridero




Ⴜინასიტყვაობა

Ⴜინამდებარე ლექსიკონი «Ⴇანამედროვე Ⴂერმანია» მოიცავს 2730 ტერმინს, რომლებიც ასახავენ ომისშემდგომი Ⴂერმანიის ცხოვრებას. Ⴂერმანული ტერმინები განმარტებულია ქართულ ენაზე. Ⴑტატიების თემატიკა მრავალფეროვანია: გეოგრაფია, ისტორია, ხელოვნება, კულტურა, პოლიტიკური ცხოვრება, სახალხო და რელიგიური დღესასწაულები, გერმანული სამზარეულოს კერძები და ა. შ. Ⴊექსიკონის დანართში მოცემულია საინტერესო და სასარგებლო ცნობები Ⴂერმანიაზე: ქვეყნის ომისშემდგომი ისტორიის უმნიშვნელოვანესი თარიღები, მანძილი ქალაქებს შორის, დიდი ქალაქების მოსახლეობის რაოდენობა, ცნობები ფედერალურ მხარეებზე და მრავალი სხვა. Ⴜიგნის ბოლოში მოცემულია ტერმინების ანბანური მაჩვენებელი, ილუსტრაციების და გამოყენებული ლიტერატურის ნუსხები.

Ⴜიგნი გამართულია მთავრული ასოებით, რომლებითაც იწყება წერტილის შემდეგ ახალი წინადადება და აგრეთვე პირადი და საკუთარი სახელები. Ⴄს წესი მოქმედებს სხვა ევროპულ დამწერლობებში და მე—19 საუკუნის მეორე ნახევრამდე ფართოდ იყო ხმარებაში ქართულშიც  .

Ⴊექსიკონი

A

Aachen (Ⴀახენი) – ქალაქი Ⴙრდილოეთ Ⴐაჲნ—Ⴅესტფალიის მხარეში; ადმინისტრაციული ოლქის ცენტრი; ბალნეოლოგიური კურორტი, სატრანსპორტო კვანძი, 243 ათასი მაცხოვრებელი; განვითარებულია ლითონდამამუშავებელი, ქიმიური და მსუბუქი მრეწველობა; შემორჩენილია Ⴉარლოს Ⴃიდის რეზიდენციის ნარჩენები სასახლის კაპელით (786—798 წწ.); ქალაქში ტარდებოდა Ⴂერმანიის იმპერატორების გვირგვინის დადგმა (936—1531 წწ.), მე—19—20 სს. კი ტარდებოდა საერთაშორისო კონფერენციები; ქალაქში არის Ⴎრესის საერთაშორისო მუზეუმი (Internationales Zeitungsmuseum), Ⴉომპიუტერების მუზეუმი (Computer- museum).

Aachener Printe (Ⴀახენის თაფლის პური) – საშობაო ხორაგი: მოგრძო ფორმის თაფლის პური, უხვად შეკაზმული სუნელით.

Aalen VfR («Ⴀალენ ႴႰ») – Ⴂერმანიის ჩემპიონატის რეგიონალურ ლიგა «Ⴑამხრეთის» საფეხბურთო კლუბი.

ABC-Abwehrtruppe (ქიმიური თავდაცვის ნაწილები) – Ⴁუნდესვერის Ⴑახმელეთო Ⴟარების ნაწილები.

Abc-Schutze – პირველკლასელი.

Abendgymnasium (საღამოს გიმნაზია) – სოზაგადსაგანმანათლებლო სკოლა, რომელიც იძლევა შესაძლებლობას სამი—ექვსი წლის განმავლობაში საგიმნაზიო კურსის გამოცდების ჩაბარებას და უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვის უფლების მოპოვებას.



Abendschule – საღამოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა მომუშავეთათვის.

Abgeordnetenhaus, Abgeordnetenkammer (დეპუტატების პალატა) – Ⴁერლინის პარლამენტის სახელწოდება; ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას; ირჩევენ ოთხი წლით.


Читайте также
Задуманная Селеной школа-интернат для будущих некромагов, курируемая до недавнего времени храмовником Пертом, оказалась на грани гибели. Обстоятельс...
В пособии излагаются понятия и современные научные сведения о познавательных процессах человека, о развитии сознания, рассматриваются психологические...
«…Вперевалку, широко расставляя ноги, словно пол под ним опускался и поднимался на морской волне, он пошел за своим спутником. Огромные комнаты, казал...
Ⴜიგნში წარმოდგენილია მსოფლიოს სახელმწიფოების სიმბოლიკა და საცნობარო მონაცემები: ფართობი, დედაქალაქი, მოსახლეობის რაოდენობა, ოფიციალური ენა, ვალუტა, სა...
Ⴜიგნში ტაბულების სახით დახარისხებულია არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი უძველესი წარმართული ქართული წარწერები. Ⴀგრეთვე მოცემულია ქართული ეროვნული...
Ⴜიგნის ძირითადი დანიშნულებაა – უცნობი ენების ამოცნობა მათი დამწერლობების გარე ნიშნების მიხედვით. Ⴚნობარი მოიცავს მსოფლიოს ორასზე მეტ დამწერლობამქონე ე...
Ⴜიგნში ტაბულების სახით დახარისხებულია არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი უძველესი წარმართული ქართული წარწერები. Ⴀგრეთვე მოცემულია ქართული ეროვნული...
Ⴜიგნში ნაჩვენებია ადრეული ქართული სასტამბო შრიფტები და მათი შემქმნელების ვინაობა, განხილულია 1629—1818 წწ. გამოცემული ძველნაბეჭდი ქართული წიგნები. Ⴜიგ...
Ⴀლბომში ნაჩვენებია ქართული ანბანის სამივე სახის ასოები მათი რიგითი და რიცხვითი მნიშვნელობებით, ასოების განლაგების მაგალითები სტრიქონის ხაზზე, ასომთავრ...
Ⴁიბლიოგრაფიულ ცნობარში ასახულია 254 ბიბლიოგრაფიული წყარო, გამოცემული 62 წლის პერიოდის განმავლობაში (1927–1989 წწ.). Ⴑახელთა საძიებელი მოიცავს ავტორები...
Ⴜიგნში ნაჩვენებია ქართული ანბანის სამივე სახის ასოები მათი სახელწოდებებით, რიგითი და რიცხვითი მნიშვნელობებით. Ⴀფორიზმების სახით მოყვანილია ასომთავრული...