Читать Ⴎირველნაბეჭდი ქართული წიგნები - Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე

Ⴎირველნაბეჭდი ქართული წიგნები

На данной странице вы можете читать онлайн книгу "Ⴎირველნაბეჭდი ქართული წიგნები" автора Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე. Общий объем текста составляет эквивалент 20 бумажных страниц. Произведение многоплановое и затрагивает разнообразные темы, однако его жанр наиболее вероятно можно определить как языкознание. Книга была добавлена в библиотеку 06.08.2023, и с этой даты любой желающий может удобно читать ее без регистрации. Наша читалка адаптирована под разные размеры экранов, поэтому текст будет одинаково хорошо смотреться и на маленьком дисплее телефона, и на огромном телевизоре.

Краткое описание

Ⴜიგნში ნაჩვენებია ადრეული ქართული სასტამბო შრიფტები და მათი შემქმნელების ვინაობა, განხილულია 1629—1818 წწ. გამოცემული ძველნაბეჭდი ქართული წიგნები. Ⴜიგნი მოიცავს 241 ილუსტრაციას და 10 ტაბულას. Ⴂამოყენებული ლიტერატურის სია შესდგება 151 დასახელებისაგან. Ⴒექსტი გამართულია მთავრული ასოებით, რომლებითაც იწყება წერტილის შემდეგ ახალი წინადადება და აგრეთვე პირადი და საკუთარი სახელები. Ⴄს წესი მოქმედებს სხვა ევროპულ დამწერლობებში და ქართულშიც ფართოდ იყო ხმარებაში მე–19 საუკუნის მეორე ნახევრამდე.

Книга Ⴎირველნაბეჭდი ქართული წიგნები онлайн бесплатно


© Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე, 2018


ISBN 978-5-4490-2371-1

Создано в интеллектуальной издательской системе Ridero

Ⴜინასიტყვაობა

Ⴜიგნში ნაჩვენებია ადრეული ქართული სასტამბო შრიფტები და მათი შემქმნელების ვინაობა, განხილულია 1629—1818 წწ. გამოცემული ძველნაბეჭდი ქართული წიგნები. Ⴜიგნი მოიცავს 241 ილუსტრაციას და 10 ტაბულას. Ⴂამოყენებული ლიტერატურის სია შესდგება 151 დასახელებისაგან.

Ⴒექსტი გამართულია მთავრული ასოებით, რომლებითაც იწყება წერტილის შემდეგ ახალი წინადადება და აგრეთვე პირადი და საკუთარი სახელები. Ⴄს წესი მოქმედებს სხვა ევროპულ დამწერლობებში და ქართულშიც ფართოდ იყო ხმარებაში მე—19 საუკუნის მეორე ნახევრამდე.



Ⴀდრეული სასტამბო შრიფტები

1628 წელს Ⴐომში Ⴑტეფანო Ⴎაოლინისა და Ⴌიკიფორე Ⴈრბახის (Ⴌიკოლოზ Ⴈრუბაქიძე-Ⴙოლოყაშვილის) მიერ დამზადდა პირველი ქართული სასტამბო შრიფტი, რომლითაც 1629 წელს დაიბეჭდა «Ⴕართულ-იტალიური ლექსიკონი» და «Ⴕართული ანბანი ლოცვებითურთ».


Ⴑტეფანო Ⴎაოლინის და Ⴌიკიფორე Ⴈრბახის პირველი ქართული სასტამბო შრიფტი (1628 წ.)


Ⴋხედრული ასოების ელემენტების მოხაზვის თანმიმდევრობა და მიმართულება. «Ⴕართულ-იტალიური ლექსიკონი». Ⴐომი, 1629 წ.


1643 წელს Ⴐომში ამავე შრიფტით დაიბეჭდა Ⴔრანცისკო-Ⴋარია Ⴋაჯიოს «Ⴕართული გრამატიკა». Ⴔ.-Ⴋ. Ⴋაჯიო შვიდი წლის განმავლობაში იმყოფებოდა Ⴑაქართველოში Ⴐომის Ⴎაპის დავალებით ქართული ენის, დამწერლობის და გრამატიკის შესასწავლად. Ⴀმ წიგნის მეორე გამოცემა გამოვიდა 1670 წ.


Ⴔრანცისკო-Ⴋარია Ⴋაჯიო. «Ⴕართული გრამატიკა». Ⴐომი, 1670 წ.


Ⴋე-17 ს. 80-ან წლებში მეფე Ⴀრჩილ II უკავშირდება Ⴀმსტერდამის ბურგომისტრს Ⴌიკოლა Ⴅიტცენს და შვედ მეცნიერს, დიპლომატ Ⴈოჰან Ⴘპარვენგელფერდს, ხოლო მათი მეშვეობით Ⴀმსტერდამში მოღვაწე სახელგანთქმულ ასოთმქანდაკებელს Ⴋიკლოშ Ⴒოტფალუშ Ⴉიშს, რომელსაც დაავალა ქართული სასტამბო შრიფტის დამზადება.


Ⴋიკლოშ Ⴒოტფალუშ Ⴉიშის მიერ დამზადებული ქართული შრიფტი (Ⴀმსტერდამი, 1687 წ.)


Ⴀრჩილის მიერ შედგენილი ქართული ასოების ნიმუშების გამოყენებით 1687 წელს Ⴋიკლოშ Ⴉიშმა ჩამოასხა ახალი ქართული შრიფტი, რომელიც შეიცავდა ასომთავრულ, ნუსხურ და მხედრულ ასოებს. Ⴀმ შრიფტით 1705 წ. Ⴋოსკოვში აიწყო და დაიბეჭდა «Ⴃავითნი».

Ⴋე-18 ს. დასაწყისში Ⴅახტანგ VI Ⴅლახეთიდან მოიწვია მესტამბე Ⴋიხაელ Ⴈშტვანოვიჩი (Ⴋიხაილ Ⴅალახი, ცნობილი ქართველი მოღვაწის Ⴀნთიმოზ Ⴈვერიელის მოწაფე). Ⴇბილისში Ⴋტკვრის პირას, თავისი სასახლის ახლოს, მოაწყო სტამბა და შეუდგა წიგნების გამოცემას. Ⴀმ სტამბაში 1709 წ. დამზადდა Ⴑაქართველოში პირველი ნაბეჭდი წიგნი «Ⴑახარება». Ⴀმავე წელს გამოიცა «Ⴃავითნი» და «Ⴑამოციქულო». Ⴄს წიგნები დაიბეჭდა Ⴋიხაელ Ⴈშტვანოვიჩის (Ⴑტეფანიშვილის) მიერვე დამზადებული შრიფტით. 1712 წ. კი განხორციელდა «Ⴅეფხისტყაოსანის» პირველი გამოცემა.


Читайте также
Эпопея маленького мага только начинается... Он познает свои силы, становится сильнее, заводит новых друзей... Кажется все плохое уже позади. Наемник...
Четвертая книга цикла о приключениях Иоганна Мекленбургского.
Кто такие ангелы-хранители и как они покровительствуют нам? Почему защищают от бед, напастей, преждевременной смерти, помогают избавиться от страха, т...
Эта книга – настоящий путеводитель по мусульманской кухне. Вы научитесь готовить блюда, которые внесут разнообразие в повседневное меню, а также стану...
Ⴜიგნში წარმოდგენილია მსოფლიოს სახელმწიფოების სიმბოლიკა და საცნობარო მონაცემები: ფართობი, დედაქალაქი, მოსახლეობის რაოდენობა, ოფიციალური ენა, ვალუტა, სა...
Ⴜიგნში ტაბულების სახით დახარისხებულია არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი უძველესი წარმართული ქართული წარწერები. Ⴀგრეთვე მოცემულია ქართული ეროვნული...
Ⴜიგნის ძირითადი დანიშნულებაა – უცნობი ენების ამოცნობა მათი დამწერლობების გარე ნიშნების მიხედვით. Ⴚნობარი მოიცავს მსოფლიოს ორასზე მეტ დამწერლობამქონე ე...
Ⴜიგნში ტაბულების სახით დახარისხებულია არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი უძველესი წარმართული ქართული წარწერები. Ⴀგრეთვე მოცემულია ქართული ეროვნული...
Ⴀლბომში ნაჩვენებია ქართული ანბანის სამივე სახის ასოები მათი რიგითი და რიცხვითი მნიშვნელობებით, ასოების განლაგების მაგალითები სტრიქონის ხაზზე, ასომთავრ...
Ⴁიბლიოგრაფიულ ცნობარში ასახულია 254 ბიბლიოგრაფიული წყარო, გამოცემული 62 წლის პერიოდის განმავლობაში (1927–1989 წწ.). Ⴑახელთა საძიებელი მოიცავს ავტორები...
Ⴜიგნში ნაჩვენებია ქართული ანბანის სამივე სახის ასოები მათი სახელწოდებებით, რიგითი და რიცხვითი მნიშვნელობებით. Ⴀფორიზმების სახით მოყვანილია ასომთავრული...
Ⴜინამდებარე ლექსიკონი «Ⴇანამედროვე Ⴂერმანია» მოიცავს 2730 ტერმინს, რომლებიც ასახავენ ომისშემდგომი Ⴂერმანიის ცხოვრებას. Ⴂერმანული ტერმინები განმარტებულ...