Bayerische Staatsoper (Ⴁავარიის სახელმწიფო ოპერა) – მსოფლიოს ერთერთი საუკეთესო საოპერო თეატრი; 1997 წლიდან მასში ტარდება ყოველწლიური საოპერო ფესტივალი.
Bayerischer Maximiliansorden für Wissenschaft und Kunst (Ⴁავარიის Ⴋაქსიმილიანეს ორდენი მეცნიერებისათვის და ხელოვნებისათვის) – Ⴁავარიის მხარის სახელმწიფო ჯილდო, დაარსებული 1980 წ.
Bayerischer Verdienstorden (Ⴁავარიის Ⴃამსახურების ორდენი) – Ⴁავარიის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო, დაარსებული 1957 წ.
Bayerischer Wald (Ⴁავარიის Ⴒყე) – Ⴋთები Ⴁავარიის მხარეში; ეროვნული პარკი.
Bayerisches Armeemuseum (Ⴁავარიის სამხედრო მუზეუმი) – განლაგებულია ჰერცოგის 15 ს. სასახლეში; წარმოდგენილია სამხედრო ისტორიის ობიექტები გვიანდელ შუასაუკუნეებიდან ჩვენს დრომდე.
Bayerisches Meer («Ⴁავარიის ზღვა») – ტბა Ⴉიმზეეს ხატოვანი სახელწოდება.
Bayerisches Nationalmuseum (Ⴁავარიის ეროვნული მუზეუმი) – შექმნილია 1855 წ. Ⴋაქსიმილიან II—ის მიერ, რომელმაც მიუძღვნა იგი Ⴁავარიის კულტურას და ხალხურ ხელოვნებას.
Bayern (Ⴁავარია) – Ⴂერმანიის უდიდესი ფედერალური მხარე, ფართობი 70 554 კვ. კმ., მოსახლეობა 11,77 მლნ., ადმინისტრაციური ცენტრი Ⴋჲუნხენი; მის ტერიტორიაზე მდებარეობენ Ⴀლპები ყველაზე მაღალ მწვერვალით Ⴚუგ—Ⴘპიტცე (2962 მ.), მთები Ⴁავარიის Ⴒყე, მდინარეები Ⴃუნაი, Ⴋაჲნი შენაკადებით, თვალწარმტაცი ტბებით; მრეწველობა: ელექტროტექნიკური, ავტომშენებლობა, ნავთობგადამუშავება, მინის ქარხნები და ფაიფურის საწარმოები, მეღვინეობა, ტრადიციული დარგი – ლუდის ხდა; მეცნიერულ—კვლევითი ინსტიტუტები (მ. შ. Ⴋაქს Ⴎლანკის სახელობის Ⴎლაზმის ფიზიკის ინსტიტუტი), უნივერსიტეტები, მრავალრიცხოვანი მუზეუმები (Ⴁავარიის ეროვნული მუზეუმი, Ⴛველი და Ⴀხალი Ⴎინაკოთეკები და სხვ.), თეატრები, მონასტრები და ეკლესიები.
Bayern (Ⴁავარები / ბავარიელები) – 1. გერმანელთა ტომი; 2. Ⴁავარიის მკვიდრნი.
Bayern München FC («Ⴁაჲერნ Ⴋჲუნხენ ႴႩ») – Ⴁუნდესლიგის უმაღლესი დივიზიონის საფეხბურთო კლუბი; Ⴂერმანიის მრავალგზის ჩემპიონი და Ⴙემპიონთა ლიგის გამარჯვებული.
Bayernkurier («Ⴁაჲერნკურირი») – ყოველდღიური გაზეთი, გამომავალი Ⴋჲუნხენში ტირაჟით 153 600 ეგზემპლჲარი; ႵႱႩ—ის ორგანო.
Bayreauth (Ⴁაჲროჲტი) – ქალაქი Ⴁავარიაში, Ⴐიხარდ Ⴅაგნერის სამშობლო; 1876 წლიდან ქალაქში ტარდება მსოფლიო მნიშვნელობის საოპერო ფესტივალი.
Bayreuther Festspiele (Ⴁაჲროჲტის ფესტივალი) – მსოფლიოში უდიდესი საოპერო ფესტივალი ქ. Ⴁაჲროჲტში (Ⴁავარია); შენობა, რომელშიც 1876 წლიდან ტარდება ფესტივალი, აშენებულია Ⴐიხარდ Ⴅაგნერის პროექტით; ფესტივალის რეპერტუარშია მისი ათი მთავარი ოპერა.