Blau-Weiß Berlin SpVg («Ⴁლაუ—Ⴅაჲს Ⴁერლინ ႱპႴგ») – საფეხბურთო კლუბი.
Blaue Minna (ლურჯი Ⴋინა) – პატიმრების გადასაყვანი საპოლიციო მანქანა Ⴐურის ოლქში (სახელდებულია მანქანის ფერიდან).
Blaue «Umweltengel» (ეკოლოგიური ნიშანი «Ⴊურჯი ანგელოზი») – საქონლის სიმბოლო, რომელიც დამზადებულია ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიების საფუძველზე, უხმაურო დაზგებზე და ხელსაწყოებზე.
Blauer Brief (ლურჯი წერილი) – 1. შეტყობინება სამსახურიდან დათხოვნაზე ან გადადგომაზე; 2. წერილი სკოლიდან მშობლებს მოწაფის ჩამორჩენაზე ან ცუდ ყოფაქცევაზე.
Blauer Heinrich (ლურჯი Ⴠენრიხი) – 1. ჯარ., ჟრგ. უჩენჩო ქერის ფაფა; 2. სალ. მოხდილი რძე.
Blauer Peter (ლურჯი Ⴎეტერი) – საზ. ჟრგ. სასიგნალო ალამი გემზე, რომელიც აღიმართება საალმე ჭოკზე გემის ნავსადგურიდან გასვლის 24 საათით ადრე (სახელდებულია ალმის ფერისგან).
Blaupunkt («Ⴁლაუპუნქტი») – რადიოსაქონლის გამომშვებ ფირმა Blaupunkt Werke GmbH—ს სავაჭრო ნიშანი.
Bleisoldaten (კალის ჯარისკაცები) – კალისგან დამზადებული ჯარისკაცების პატარა სათამაშო ფიგურები; ხშირად აგროვებენ კოლექციად.
Blinder Hund (ბლინდერ ჰუნდ / ბრმა ძაღლი) — სალ. ყავა ურძეოდ.
Blockade der Westsektoren Berlins («Ⴁერლინის დასავლეთის სექტორების ბლოკადა») – იხ. Berlin-Krise.
Blohm & Voß AG («Ⴁლომ უნდ Ⴔოსს ႠႢ») – ერთ—ერთი უმსხვილესი გემთსამშენებლო ფირმა; დაარსებულია 1877 წ. Ⴠამბურგში.
Blumenstadt Erfurt (ყვავილების ქალაქი Ⴄრფურტი) – ქ. Ⴄრფურტის სახელწოდება; აქ ყოველწლიურად ტარდება მებაღეობის საერთაშორისო გამოფენა ႨႢႠ.
BMW (შემ. Bayerische Motorenwerke AG—დან) (ႡႫႥ «Ⴁაჲრიშე მოტორენვერკე ႠႢ», Ⴋჲუნხენი) – ერთ—ერთი უმსხვილესი საავტომობილო ფირმა, დაარსებული 1916 წ. Ⴋჲუნხენში, სადაც არსებობს BMW-Museum—იც, მიძღვნილი სახელგანთქმულ ავტომობილსადმი.
BND (ႡႬႣ) – იხ. Bundesnachrichtendienst.
Bochum (Ⴁოხუმი) – ქალაქი Ⴙრდილოეთ Ⴐაჲნ—Ⴅესტფალიის მხარეში; 410 ათასი მაცხოვრებელი; მანქანათმშენებლობა, ელექტრო— და ქიმიური მრეწველობები; სატრანსპორტო კვანძი; უნივერსიტეტი, ობსერვატორია; დრამატული თეატრი.
Bochum VfL («Ⴁოხუმ ႴႴႪ») – Ⴁუნდესლიგის უმაღლესი დივიზიონის საფეხბურთო კლუბი; დაარსებულია 1848 წ.
Bockbier (ბოკბირი) – მაგარი ლუდი, რომელსაც აწარმოებენ ძირითადად Ⴁავარიაში.
Bockwurst (ბოკვურსტი) – ცხელი სარდელი, რომელსაც მიირთმევენ ლუდ Bockbier—თან ერთად; ტრადიციული კერძი Ⴋაცხოვრის Ⴑხეულის Ⴃღესასწაულის დროს.
Bode-Museum («Ⴁოდე—Ⴋუზეუმი») – Ⴁერლინის ერთ—ერთი მუზეუმი; აშენებულია 1897—1904 წწ. არქიტექტორ Ⴈნეს მიერ; ატარებს თავისი დამაარსებლის Ⴅ. ფონ Ⴁოდეს სახელს; მუზეუმში არის განყოფილებები: ეგვიპტური, ადრექრისტიანულ—ბიზანტიური, დართული ხელოვნების; გერმანული ფერწერული და საქანდაკო ნაწარმოებების კრებული.