Ⴇანამედროვე Ⴂერმანია. Ⴊექსიკონი - страница 18

Шрифт
Интервал


Bodensee (Ⴁოდენის თბა) – ერთ—ერთი უმსხვილესი და უმშვენიერესი ტბა Ⴀლპებისწინეთში Ⴂერმანიის, Ⴀვსტრიის და Ⴘვეჲცარიის საზღვარზე ზღვის დონიდან 395 მ.; მას უწოდებენ აგრეთვე Ⴘვაბურ ზღვას (das Schwabische Meer); ტბის ფართობი 538,5 კვ. კმ., სიგრძე 63,5 კმ., სიგანე 14 კმ., სიღრმე 252 მ.; ტბის ნაპირებზე მდებარეობენ ქალაქები: Ⴔრიდრიხსჰაფენი (Ⴂერმანია), Ⴐორშახი (Ⴘვეჲცარია), Ⴁრეგენცი (Ⴀვსტრია).

Bodenwerder (Ⴁოდენვერდერი) – ქალაქი მდინარე Ⴅერდერზე, Ⴋჲუნხჰაუზენის ქალაქი; ბარონი Ⴋჲუნხჰაუზენი – ომში და ნადირობაზე ფანტასტიკური თავგადასავლების და წარმოუდგენელი შემთხვევების მოთხრობების გმირი; მოთხრობების ციკლის «Vademecum für lustige Leute» ავტორად ითვლება ერთ—ერთი ქვემოსაქსონიური გვარის წარმომადგენელი Ⴉარლ Ⴈერონიმ Ⴔრიდრიხ Ⴋჲუნხჰაუზენი (1720—1797 წწ.); მისი მოთხრობები გამოცემული იყო ჯერ ინგლისურ ენაზე, მაგრამ შემდგომ Ⴂოტფრიდ Ⴁჲურგერმა ხელმეორედ გადმოთარგმნა გერმანულ ენაზე და გამოსცა უსახელოდ სათაურით: «Ⴁარონ Ⴋჲუნხჰაუზენის სასწაულებრივი მოგზაურობები ზღვაზე და ხმელეთზე და მხიარული თავგადასავლებები»; Ⴋჲუნხჰაუზენის სახელი გახდა საზოგადო და იხმარება «მატყუარას», «მკვეხარას» მნიშვნელობით; ქალაქში არის შადრევანი «Münchhausen-Brunnen»; ყოველწლიურად მაისიდან ოქტომბრამდე ქალაქში მიმდინარეობს Münchhausenspiele.

Bohmerwald (Ⴁოჰემიის Ⴒყე) – მთები Ⴁოჰემიის სამხრეთაღმოსავლეთით; იჭიმება Ⴂერმანიის, Ⴀვსტრიის და Ⴙეხეთის საზღვრის გასწვრივ; სიგრძე 250 კმ.

Bohnenfest (Ⴚერცვის Ⴋეფის Ⴃღესასწაული) – Ⴖვთის Ⴂამოცხადების Ⴃღეს სადღესასწაულო ღვეზელში ცერცვის მარცვლის ჩადების ჩვეულება; მას, ვინც იპოვნის მარცვალს, აცხადებენ Ⴚერცვის Ⴋეფედ (Bohnenkönig); სრულდება სადღესასწაულო სიმღერა (Bohnenlied).

Bonbon (ბონ—ბონი) – ყოველგვარი სახის კარამელი, შაქრის ყინული და მსთ.

Bonn (Ⴁონი) – მსხვილი სატრანსპორტო კვანძი და ნავსადგური Ⴐაჲნზე (Ⴙრდილოეთ Ⴐაჲნ—Ⴅესტფალიის მხარე); 296 ათასი მაცხოვრებელი; 1949—1990 წწ. ႢႴႰ დედაქალაქი და მთავრობის ადგილსამყოფელო მის გადასვლამე Ⴁერლინში; უნივერსიტეტი (Rheinische Friedrich-Wilhelms-Universität Bonn), რომელთანაც დაუავშირებულია Ⴄ. Ⴋ. Ⴀრნდტის, Ⴀ. Ⴅ. Ⴘლეგელის, Ⴂ. Ⴠელმჰოლცის, Ⴂ. Ⴠერცის, Ⴉ. Ⴋარკსის, Ⴔ. Ⴌიცშეს, Ⴐ. Ⴘუმანის სახელები; Ⴊ. Ⴁეთჰოვენის სახლ—მუზეუმი, რომანული ტაძარი (11—13 სს.) და ა. შ.

Boonekamp (Ⴁოონეკამპი) – პოპულარული გერმანული ლიქიორი სამკურნალო თვისებებით.

Bootsmann (ბოცმანი) – ყაწიმიანი უნტეროფიცრის წოდება Ⴁუნდესვერის Ⴑაზღვაო Ⴛალებში.

Börde