Buna-Werke Hüls GmbH («Ⴁუნა—ვერკე Ⴠჲულს ႢმბჀ») – ხელოვნური კაუჩუკის მაწარმოებელი ქიმიური ქარხანა ქ. Ⴘკოპაუში (Ⴑაქსონია—Ⴀნჰალტის მხარე), დაარსებული 1936 წ.; ქარხნის მფლობელები არიან «Ⴁაჲერ ႠႢ» и «Chemische Werke Hüls AG».
Bund der Deutschen Katholischen Jugend (Ⴉათოლიკური ახალგაზრდობის კავშირი) – კათოლიკური ახალგაზრდული ორგანიზაცია, რომელიც შედის Ⴂერმანული ახალგაზრდული ორგანიზაციების ფედერალურ გაერთიანებაში.
Bund der Vertriebenen (BdV) (Ⴂანდევნილთა კავშირი) – დაარსებულია 1958 წ. იძულებით გადასახლებულების სხვადასხვა ორგანიზაციებისგან.
Bundesamt für Verfassungsschutz (BfV) (Ⴉონსტიტუციის დაცვის ფედერალური უწყება (ႩႣႴႳ) – აწარმოებს კონსტიტუციის დაცვაზე საბუთების შეგროვებას, ექვემდებარება შინაგან საქმეთა სამინისტროს; მდებარეობს Ⴉჲოლნში; ურთიერთმოქმედებს კონსტიტუციის დაცვის სამხერეო ორგანოებთან.
Bundesarbeitsgericht (შრომითი დავების ფედერალური სამართლო) —შრომითი დავების საკითხებში უმაღლესი ინსტანციის სასამარლო; მდებარეობს Ⴄრფურტში.
Bundesbürger (ბუნდესბჲურგერი) – ფედერაციის მოქალაქე, Ⴂერმანიის მოქალაქე.
Bundesdorf (ბუნდესდორფი) (სიტყვ. ფედერალური სოფელი) – ႢႴႰ ყოფილი დედაქალაქის Ⴁონის უპატივცემულო სახელწოდება.
Bundesfinanzhof (ფედერალური საფინანსო სასამართლო) – ფინანსური ორგანოების გადაწყვეტილებებზე საჩივრების განსახილველი უმაღლესი სასამართლო.
Bundesgerichtshof (BGH) (Ⴓზენაესი სასამართლო პალატა) – უმაღლესი ფედერალური სასამართლო; მდებარეობს ქ. Ⴉარლსრუეში.
Bundesgrenzschutz (BGS) (Ⴔედერალური სასაზღვრო დაცვა (ႴႱႣ) – მის გამგებლობაში იმყოფება Ⴂერმანიის სახელმწიფო საზღვრის საპოლიციო დაცვა, საზღვარზე მიმოსვლაზე საპოლიციო კონტროლი; მისი ამოცანაა Ⴔედერალური პრეზიდენტის და Ⴔედერალური კანცლერის უწყებების, სამინისტროების, Ⴔედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს დაცვა.
Bundeskanzler (ბუნდესკანცლერი, ფედერალური კანცლერი) – Ⴂერმანიის მთავრობის თავჯდომარე.
Bundeskriminalamt(ВКА) (Ⴑისხლის სამართლის პოლიციის ფედერალური სამმართველო (ႱႱႮႴႱ) – დანაშაულებთან ბრძოლის ფედერაციასა და მხარეების ურთიერთმოქმედების ცენტრალური ბიურო რეზიდენციით Ⴅისბადენში და მთავარი სამმართველოთი Ⴁონში.
Bundesland (ფედერალური მხარე) – ადმინისტრაციული დაყოფის ერთეული; გააჩნია საკუთარი პარლამენტი (ლანდტაგი) და მთავრობა.
Bundesliga DFB (Ⴂერმანიის Ⴑაფეხბურთო Ⴉავშირის Ⴓმაღლესი ლიგა) – დაარსებულია 1949 წ.
Bundesmarine (ბუნდესმარინე) – ბუნდესვერის სამხედრო—საზღვაო ძალები.
Bundesnachrichtendienst (BND)