Ⴇანამედროვე Ⴂერმანია. Ⴊექსიკონი - страница 21

Шрифт
Интервал


(Ⴁრემენის საქალაქო საკრებულო) – ქალაქ—მხარე Ⴁრემენის პარლამენტი.

Breslau (Ⴁრესლაუ) – ქალაქი Ⴑილეზიაში; ამჟამად Ⴎოლონეთის შემადგენლობაში.

Briefbombe (წერილი—ბომბი) – წერილი ფეთქებადი მოწყობილობით, რომელსაც უგზავნიან ვინმეს დასახიჩრების მიზნით, შესაშინებლად და ა. შ.; გავრცელდა ბოლო წლებში ტერორისტების გააქტიურების პირობებში.

Brigadegeneral (ბრიგადის გენერალი) – გენერლის წოდება Ⴁუნდესვერში.

Brigitte («Ⴁრიგიტა») – ქალთა პოპულარული ჟურნალი; გამოიცემა Ⴘპრინგერის კონცერნის მიერ.

Brocken (Ⴁროკენი) – უმაღლესი მწვერვალი (1142 მ.) Ⴠარცის მთებში.

Brockhaus («Ⴁროკჰაუსი») – საგამომცემლო ფირმა, დაარსებული Ⴔ. Ⴀ. Ⴁროკჰაუსის მიერ 1805 წ.; 1984 წ. ფირმა «Ⴁიბლიოგრაფიული ინსტიტუტი ႠႢ» -თან გაერთიანების შემდეგ იმყოფება Ⴋანჰაჲმში; უშვებს ენციკლოპედიებს, საცნობარო და სპეციალურ ლიტერატურას.

Brockhaus Friedrich Arnold (Ⴁროკჰაუსი Ⴔრიდრიხ Ⴀრნოლდი, 1772—1823 წწ.) – გამომცემელი, სახელგანთქმული საგამომცემლო ფირმა «Ⴁროკჰაუსის» დამაარსებელი.

Brot für die Welt («Ⴎური მთელს მსოფლიოსათვის») – საქველმოქმედო აქცია, რომელიც ტარდება 1959 წლიდან Ⴘობის წინადღეს ევანგელიკური ეკლესიის მიერ.

Brotzeit (ბროტცაჲტი) – მსუბუქი საჭმელი საუზმესა და სადილს ან სადილსა და ვახშამს შუა.

Brown, Boveri & Cie. AG (ВВС) («Ⴁროუნ, Ⴁოვერი უნდ Ⴉ° ႠႢ» (ႡႡႱ) – Ⴘვეჲცარიის ერთ—ერთი უმსხვილესი მანქანათსამშენებლო და ელექტროტექნიკური კონცერნი, დაარსებული 1871 წელს ქალაქ Ⴅიტენტურში; 1901 წლიდან მისი შვილობილი კონცერნი იმყოფება ქალაქ Ⴋანჰაჲმში (Ⴁადენ—Ⴅჲურტემბერგის მხარე).

Brückenverlag GmbH Literatur-vertrieb Import Export («Ⴁრჲუკენ ფერლაგ ႢმბჀ ლიტერატურფერტრიბ იმპორტ—ექსპორტ» – გამომცემლობა ქ. Ⴃჲუსელდორფში.

Brühl (Ⴁრჲული) – ქ. Ⴊაჲპციგის კვარტალი, საბეწვეულო ვაჭრობის და ქურქის მკერაობის ერთ—ერთი ცენტრი.

Brühlsche Terrasse (Ⴁრჲულის ტერასა) – ქალაქ Ⴃრეზდენში მდინარე Ⴄლბის სანაპიროს სახელწოდება.

В. Schott’s Sohne Musikverlag («Ⴘოტს ზონე მუზიკფერლაგი») – მუსიკალური ლიტერატურის გამომცემლობა, დაარსებული 1770 წ. ქ. Ⴋაჲნცში.

Buchenwald (Ⴁუხენვალდი) – საკონცენტრაციო ბანაკი Ⴅაჲმარის მახლობლად (1937—1945 წწ.); 1958 წ. გახსნილია მემორიალური კომპლექსი.

Buchtel (ბუხტელი) – ღვეზელი ტკბილი საჩურთით Ⴑამხრეთ Ⴂერმანიაში და Ⴀვსტრიაში.

Buddenbrook-Haus («Ⴁუდენბროკების Ⴑახლი») – სახლ—მუზეუმი Ⴊჲუბეკში, რომელშიც დაიბადნენ სახელგანთქმული გერმანელი მწერლები Ⴠენრიხ და Ⴇომას Ⴋანები.

Bullrichsalz (Ⴁულრიხის მარილი) – სოდა, ძმარვის საწინააღმდეგო საშუალება, დარქმეული ბერლინელი მეაფთიაქის Ⴀ. Ⴅ. Ⴁულრიხის (1802—1859 წწ.) სახელით.