Ⴇანამედროვე Ⴂერმანია. Ⴊექსიკონი - страница 27

Шрифт
Интервал


Constanze («Ⴉონსტანცა») – ქალთა პოპულარული ჟურნალი, რომელიც გამოიცემა Ⴘპრინგერის კონცერნის მიერ.

Contax («Ⴉონტაქს») – ვიწროფირიანი ფოტოაპარატის მარკა.

Continental («Ⴉონტინენტალი») – საკანცელარიო და ადვილსატარებელი საბეჭდი მანქანის მარკა.

Cottbus (Ⴉოტბუსი) – ქალაქი Ⴁრანდენბურგის მხარეში, 110 ათასი მაცხოვრებელი; ქიმიური, საფეიქრო და მრეწველობის სხვა დარგები.

C-Parteien (ქრისტიანული პარტიები) – ႵႣႩ და ႵႱႩ პარტიების ბლოკის მოკლე სახელწოდება.

CSU იხ. Christlich Soziale Union.

D

DAAD – იხ. Deutscher Akademischer Austauschdienst.

Dachau (Ⴃახაუ) – ქალაქი Ⴁავარიაში; 1933 წ. აქ შეიქმნა ნაცისტურ Ⴂერმანიაში პირველი საკონცენტრაციო ბანაკი; 1960 წ. გაიხსნა მემორიალური ძეგლი.

Dachboden – სხვენი.

Dachreiter (დახრაჲტერი) – კოშკურა სახლის სახურავზე.

DaF – იხ. Deutsch als Fremdsprache.

DAG – იხ. Deutsche Angestellten-Gewerkschaft.

DaimlerGottlieb (Ⴃაჲმლერი Ⴂოტლიბ) (1834—1900 წწ.) – გერმანელი გამომგონებელი, ავტომშენებლობის პიონერი, ფირმა «Daimler Motoren Gesellschaft» —ის დამაარსებელი.

Daimler-Benz AG («Ⴃაჲმლერ—Ⴁენც ႠႢ») – სამრეწველო მონოპოლია, დაარსებული 1926 წ. როგორც საავტომობილო კომპანია; 1984 წ. შეიძინა ავიასარაკეტო კომპანია «Ⴃორნჲე», 1986 წ. – ელექტროტექნიკური ფირმა «ႠႤႢ» —ი, 1988 წ. – ავიაკოსმოსური კომპანია «Ⴋესერშმიდტ—Ⴁელკოვ—Ⴁლომ» —ი.

Daimler-Motoren-Gesellschaft («Ⴃაჲმლერ Ⴋოტორენ Ⴂეზელშაფტი») – მოტორსამშენებლო კომპანია, დაარსებული 1890 წ. Ⴂოტლიბ Ⴃაჲმლერის მიერ ქ. Ⴘტუტგარტ—Ⴓნტერტჲურკჰაჲმში; 1926 წლიდან შედის «Ⴃაჲმლერ—Ⴁენც ႠႢ» —ს შემადგენლობაში.

Dankbrunnen (Ⴋადლიერების შადრევანი) – დადგმულია Ⴃრეზდენში Ⴂოტფრიდ Ⴆემპერის პროექტით იმის აღსანიშნავად, რომ 1841—1842 წწ. ქალაქი გადაურჩა ქოლერის ეპიდემიას (სრულყოფილი წყალმომარაგების სისტემის წყალობით); შადრევანი ჩასმულია წმინდანების ქანდაკებების ჩარჩოში, ცენტრში კი – 18-მეტრიანი გოტიკური კოშკი.

Danzig (Ⴃანციგი) – ქალაქი Ⴎომერანიაში; ამჟამად Ⴎოლონეთის შემადგენლობაში.

Darmstadt (Ⴃარმშადტი) – ქალაქი Ⴠესენის მხარეში; პირველი ცნობები 11 ს.; 140 ათასი მაცხოვრებელი; განვითარებულია მანქანათმშენებლობა, ქიმიურ—ფარმაცეფტული, ქაღალდის წარმოების, ტყავის მრეწველობები; 14—17 სს. არქიტექტურული ძეგლები; რაიონი Ⴋატილდენჰჲოე (Mathildenhöhe) წარმოადგენს ღია ცის ქვეშ «Ⴋოდერნის სტილის» (Jugendstil) გამოფენას.

Darmstadt 98 SV («Ⴃარმშტადტ 98 ႱႴ») – Ⴂერმანიის ჩემპიონატის რეგიონალურ ლიგა «Ⴑამხრეთის» საფეხბურთო კლუბი; დაარსდა 1898 წ.