Deutsch-Langhaar – გერმანული გრძელბეწვიანი ძაღლი, ლანგჰაარი.
Deutsch-Niederländisches Korps (Ⴂერმანულ—ნიდერლანდური კორპუსი) – Ⴁუნდესვერის Ⴑახმელეთო Ⴟარების ქვედანაყოფი.
Deutsche (გერმანელები) – Ⴂერმანიის ძირითადი მოსახლეობა; ენა – გერმანული; მორწმუნეები – ლჲუთერანები, კათოლიკები.
Deutsche Akademie der Naturforscher «Leopoldina» (Ⴁუნებისგამომცდელების გერმანული აკადემია «Ⴊეოპოლდინა») – მეცნიერულ—კვლევითი დაწესებულება, რომელიც აერთიანებს მეცნიერებს 35 ქვეყნიდან; დაარსებულია 1652 წ.; 1878 წლიდან იმყოფება ქ. Ⴠალეში.
Deutsche Akademie für Sprache und Dichtung – (Ⴄნათმეცნიერების და ლიტერატურის გერმანული აკადემია) – მეცნიერულ—კვლევითი დაწესებულება ქ. Ⴃარმშტადტში, დაარსებული 1949 წ.
Deutsche Angestellten-Gewerkschaft (DAG) (Ⴂერმანელი მოსამსახურეების პროფკავშირი) – დაარსებულია 1945 წ.; ითვლის 521 000 წევრს.
Deutsche Bahn AG (DB) («Ⴂერმანიის რკინის გზები» (ႠႱ) – წარმოიშვა 1994 წ. Ⴂერმანიის ფედერალური (Deutsche Bundesbahn, ႢႴႰ) და Ⴂერმანიის სახელმწიფო (Deutsche Reichsbahn, ႢႣႰ) რკინის გზების გაერთიანების შედეგად.
Deutsche Bank AG («Ⴃოჲჩე ბანკ ႠႢ») – Ⴂერმანიის უმსხვილესი საბანკო კონცერნი; დარსებულია 1870 წ.; მმართველობა – Ⴋაჲნის Ⴔრანკფურტში.
Deutsche Bibliothek (Ⴂერმანული ბიბლიოთეკა) – Ⴂერმანიის გაერთიანების შემდეგ 1991 წ. მოხდა გაერთიანება ბიბლიოთეკის Ⴊაჲპციგში (Deutsche Bücherei, დაარსებულია 1912 წ.) და Ⴂერმანული ბიბლიოთეკის Ⴋაჲნის Ⴔრანკფურტში (შეიქმნა ႢႴႰ 1947 წ.); ბიბლიოთეკა წარმოადგენს მთელ გერმანულენოვან დამწერლობის ნაკრებ არქივს და Ⴂერმანიის ეროვნულ ბიბლიოგრაფიულ საინფორმაციო ცენტრს; ამჟამად მისი ფონდი ითვლის 14 მლნ. ტომს.
Deutsche Börse AG («Ⴂერმანული ბირჟა» (ႠႱ) – ერთერთი უმსხვილესი ბირჟა Ⴄვროპაში; მდებარეობს Ⴋაჲნის Ⴔრანკფურტში.
Deutsche Bücherei (Ⴂერმანული ბიბლიოთეკა Ⴊაჲპციგში) – დაარსებულია 1912 წ. (1913 წლიდან აგროვებს მსოფლიოში გამომავალ წიგნებს გერმანულ ენაზე; ფონდები ითვლის 6 მლნ. ტომს.
Deutsche Bundesbahn (DB) (ႢႴႰ—ის სახელმწიფო რკინის გზები / «Ⴁუნდესბანი») – ერთერთი უმსხვილესი სახელმწიფო საწარმო Ⴂერმანიაში, შექმნილი 1951 წ.; 1994 წლიდან «Ⴃოჲჩებან ႠႢ» —ს შემადგენლობაში.
Deutsche Bundesbank (Ⴃოჲჩებუნდესბანკი) – Ⴂერმანიის ცენტრალური ემისიური ბანკი (დაარსებულია 1957 წ.); მდებარეობს Ⴋაჲნის Ⴔრანკფურტში; სამმართველო ორგანო (ცენტრალური საბჭო) ადგენს გერმანული სავალუტო პოლიტიკის კურს; ბანკის ცენტრალური საბჭოს წევრები არიან ბანკის დირექცია და ცენტრალური სამხარეო ბანკების პრეზიდენტები.