Deutsche Burschenschaft (Ⴂერმანული სტუდენტური კორპორაცია) – შეიქმნა 1815 წ.
Deutsche Dampfschiffs-Gesellschaft Hansa («Ⴃოჲჩე დამპფშიფს—გეზელშაფტ Ⴠანზა») – უმსვილესი სანაოსნო, დაარსებული 1881 წ. Ⴁრემენში.
Deutsche Demokratische Republik (DDR) (Ⴂერმანიის Ⴃემოკრატიული Ⴐესპუბლიკა (ႢႣႰ) – სახელმწიფო Ⴚენტრალურ Ⴄვროპაში; არსებობდა 1949—1990 წწ.; 108 333 კვ. კმ; 16,43 მლნ. მაცხოვრებელი; იყო შექმნილი 1949 წ. 7 ოქტომბერს აღმოსავლეთ Ⴂერმანიაში ოკუპაციის საბჭოთა ზონის ტერიტორიაზე; პრეზიდენტად არჩეული იყო Ⴅ. Ⴎიკი, Ⴂერმანიის ერთიანი სოციალისტური პარტიის თავჯდომარე (ႢႤႱႮ შეიქმნა 1946 წ.); 1989 წ. გაზაფხულზე ႢႣႰ—ში შეიქმნა მწვავე საზოგადოებრივ—პოლიტიკური კრიზისი; ႢႤႱႮ—ს ხელმძღვანელობა გადადგა (1990 წ. თებერვალში ႢႤႱႮ გარდაიქმნა Ⴃემოკრატიული სოციალიზმის პარტიად); 1990 წ. 12 სექტემბერს Ⴋოსკოვში ხელმოწერილია Ⴑაბოლოო მოწესრიგების ხელშეკრულება; ႢႣႰ Ⴑახალხო პალატის გადაწყვეტილების თანახმად 1990 წ. 3 ოქტომბერს ႢႣႰ შეუერთდა ႢႴႰ—ს, რის შედეგადაც წარმოიშვა ერთიანი გერმანული სახელმწიფო.
Deutsche Edelstahlwerke AG («Ⴃოჲჩე ედელშტალვერკე ႠႢ») – მაღალხარისხოვანი ფოლადის წარმოების ქარხანა; დაარსებულია 1921 წ. ქ. Ⴉრეფელდში (Ⴙრდილოეთ Ⴐაჲნ—Ⴅესტფალიის მხარე).
Deutsche Film-AG (DEFA) («Ⴃოჲჩე ფილმაქციენგეზელშაფტ» («ႣႤႴႠ») – კინოსტუდია ყოფილ ႢႣႰ—ში; დაარსებულია 1946 წ. ქ. Ⴁაბელსბერგში Ⴁერლინის მახლობლად.
Deutsche Finanzierungsgesellschaft (Ⴂერმანული დამფინანსებელი საზოგადოება) – საზოგადოება, რომელიც აფინანსებს განვითარებადი სახელმწიფოების ეკონომიკას.
Deutsche Forschungsgemeinschaft (DFG) (Ⴂერმანული მეცნიერულ—კვლევითი საზოგადოება) – Ⴂერმანიის მეცნიერული დაწესებულების გაერთიანება Ⴁად—Ⴂოდესბერგში; დაარსებულია 1920 წ., რეორგანიზებულია 1951 წ.; მისი წევრები არიან უნივერსიტეტები, მეცნიერებათა აკადემია და მეცნიერული საზოგადოებები; სუბსიდირებას აწარმოებენ ფედერალური მთავრობა და მხარეების მთავრობები.
Deutsche Friedens-Union (DFU) (Ⴋშვიდობის გერმანული უავშირი (ႫႢႩ)) – შექმნილია 1960 წ.
Deutsche Gesellschaft für Freizeit (Ⴇავისუფალი დროის ორგანიზაციის გერმანული საზოგადოება) – აწარმოებს ფუნდამენტალურ კვლევებს თავისუფალი დროის ორგანიზაციის სფეროში; დაარსებულია 1971 წ.
Deutsche Gold- und Silber-Scheideanstalt (Degussa) (Ⴍქროს და ვერცხლის მოსაპოვებელი და გამამდიდრებელი საწარმოო («Ⴃეგუსა») – კეთილშობილური ლითონების დამამუშავებელი და ქიმიური საქონლის მაწარმოებელი ფირმა; დაარსებულია 1873 წ. Ⴋაჲნის Ⴔრანკფურტში.