Ⴇანამედროვე Ⴂერმანია. Ⴊექსიკონი - страница 4

Шрифт
Интервал


Alexander-von-Humboldt-Stiftung (Ⴀლექსანდერ ფონ Ⴠუმბოლდტის ფონდი) – ფონდი, შექმნილი Ⴂერმანიაში უცხოელი მეცნიერების და გერმანელების საზღვარგარეთ ყოფნის ორგანიზაციის მიზნით, დაფინანსებული «Ⴂერმანული მეცნიერების ფონდების დამაარსებლების კავშირის» მიერ; სახელდებულია ბუნებისმეტყველ Ⴀლექსანდერ ფონ Ⴠუმბოლდტის სახელით.

Aller (Ⴀლერი) – მდინარე Ⴂერმანიაში, მდინარე Ⴅეზერის მარჯვენა შენაკადი.

Allerheiligen (Ⴗოვლადწმინდის Ⴃღე) – კათოლიკური დღესასწაული, Ⴜინაპრების ხსოვნის დღე; 1 ნოემბერი.

Allerseelen (Ⴗოვლადსულის Ⴃღე) – კათოლიკური დღესასწაული, Ⴂარდაცვლილების ხსოვნის დღე; 2 ან 3 ნოემბერი, თუ 2 ნოემბერი კვირა დღეა.



Allgäu (Ⴀლგოჲ) – მხარე Ⴁავარიის Ⴀლპებში Ⴁოდენის ტბის და მდინარე Ⴆეხს შორის; განვითარებულია სარძევე მეურნეობა, საფეიქრო მრეწველობა, ტურიზმი; ქალაქები Ⴈმენშტადტი, Ⴍბერსდორფი (სამთოკლიმატური კურორტი), Ⴆონტჰოფენი.

Allgäuer Alpen (Ⴀლგოჲს Ⴀლპები) – მთები Ⴂერმანიასა და Ⴀვსტრიაში.

Allgemeine Elektricitäts-Gesellschaft (AEG) («Ⴀლგემაჲნე ელექტრიციტეტს-გეზელშაფტ» / «Ⴄლექტრობის საყოველთაო საზოგადოება» (ႠႤႢ) – ერთერთი უმსხვილესი ელექტროტექნიკური კონცერნი, დაარსებული 1883 წ. Ⴁერლინში Ⴄმილ Ⴐატენაუს მიერ.

Allgemeine Elektricitäts-Gesell-schaft AEG-Telefunken («Ⴀლგემაჲნე ელექტრიციტეტს-გეზელშაფტ ႠႤႢ-Ⴒელეფუნკენ») – ერთერთი უმსხვილესი ელექტროტექნიკური კონცერნი (Ⴋაჲნის Ⴔრანკფურტი); შექმნილია 1968 წ. კონცერნების «ႠႤႢ» და «Ⴒელეფუნკენ ႢმბჀ» შეერთების შედეგად.

Allgemeine Nahrungs- und Genußmittelausstellung (ANUGA) (Ⴑამრეწველო საქონლის და გემოვნების მრეწველობის ნაწარმის საზოგადო გამოფენა (ႠႬႳႢႠ) – ყოველწლიური საერთაშორისო გამოფენა Ⴉჲოლნში.

Allgemeiner Deutscher Nachrichtendienst (ADN) (Ⴀლგემაჲნერ დოჲჩერ ნახრიხტენდინსტ (ႠႣႬ) – 1946 წ. Ⴀღმოსავლეთ Ⴁერლინში შექმნილი საინფორმაციო სააგენტო; 1990 წ. Ⴂერმანიის გაერთიანების შემდეგ მას შეუერთდა ႢႴႰ «Ⴃოჲჩერ დეპეშენ—დინსტ».

Allgemeiner Studentenausschuss (ASTA) (საერთო სტუდენტური კომიტეტი) – Ⴂერმანიის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტური თვითმართველობის აღმასრულებელი ორგანო.

Alliierter Kontrollrat für Deutschland (Ⴑაკონტროლო საბჭო Ⴂერმანიაში) – უმაღლესი საკონტროლო ორგანო Ⴂერმანიისს საოკუპაციო ზონებში მის უპირობო კაპიტულჲაციის შემდეგ; შექმნილია Ⴁერლინში Ⴢალტის კონფერენციის გადაწყვეტილების თანახმად; შეწყვიტა მოქმედება 1948 წ. 20 მარტს.

Allianz Arena (Ⴀლიანც—Ⴀრენა) – საფეხბურთო კლუბ «Ⴁაჲერნ Ⴋჲუნხენის» სტადიონი. Ⴀშენებულია 2008 წ.