Ⴇანამედროვე Ⴂერმანია. Ⴊექსიკონი - страница 5

Шрифт
Интервал


Alpen (Ⴀლპები) – სამთო სისტემა Ⴃასავლეთ Ⴄვროპაში (Ⴘვეჲცარია, Ⴀვსტრია, Ⴂერმანია, Ⴈტალია).

Alpenvortand (Ⴀლპებისწინი) —ქედები, რომლებიც გარს ერტყმის Ⴀლპების მთის მასივებს (Ⴘვეჲცარია, Ⴀვსტრია, Ⴂერმანია).

Alpha-Jet («Ⴀლფა—ჯეტი») —ბუნდესვერის შეიარაღებაში მყოფი ტაქტიკური მხარდაჭერის თვითმფრინავის სახელწოდება; საავიაციო კონცერნ «Ⴃორნჲე ႢმბჀ» —ს წარმოება.

Alte Fritz (Ⴁებერი Ⴔრიცი) – Ⴎრუსიის მეფის Ⴔრიდრიხ II მეტსახელი.



Alte Mainbrucke (Ⴛველი ხიდი Ⴋაჲნზე) – ქ. Ⴅჲურცბურგის ერთერთი ყველაზე ძველი ხიდი, რომელიც აერთებს ციხესიმაგრეს ქალაქის ცანტრთან; აშენებულია 8 ს., თანამედროვე სახე კი მიიღო 18—19 სს.; ხიდის გასწვრივ დგას წმინდანების ქანდაკებები ბაროკოს სტილში.

Altenburg (Ⴀლტენბურგი) – ქალაქი Ⴒჲურინგიაში; 48 ათასი მაცხოვრებელი; ცნობილია სათამაშო კარტების წარმოებით და მათი Ⴋუზეუმით.

Alte Ореr («Ⴛველი ოპერა») – თეატრი Ⴋაჲნის Ⴔრანკფურტში; შენობა ნეორენესანსის სტილში; ამჟამად მასში ტარდება კონგრესები.

Alte Pinakothek (Ⴛველი Ⴎინაკოთეკა) – მხატვრული მუზეუმი Ⴋჲუნხენში; შენობა ვენეციური რენესანსის სტილში აშენებულია არქიტექტორ Ⴊეო ფონ Ⴉლენცის პროექტით; მასში ინახება 1400 მხატვრის 9000 სურათი, შაქმნილი მე—18 საუკუნემდე; მათ შორის არის Ⴊეონარდო და Ⴅინჩის «Ⴋადონა ჩვილით», Ⴀლბრეხტ Ⴀლტდორფერის «Ⴀლექსანდრე Ⴋაკედონელის ბრძოლა Ⴃარიოსთან», იტალიელი ოსტატების ტილოები.

Alter Gottfried (ბებერი Ⴂოტფრიდი) – ხალათი ან სახლის კაბა სტუდენტურ ჟარგონზე.

Altes Museum (Ⴛველი მუზეუმი) – შენობა Ⴁერლინში «Ⴋუზეუმების კუნძულზე» (Museumsinsel), აშენებული 1825—1830 წწ. არქიტექტორ Ⴉ. Ⴔ. Ⴘინკელის პროექტით და აღდგენილი 1966 წ.; მასში განთავსებულია Ⴄროვნული გალერეა.

Altes Rathaus («Ⴀლტეს Ⴐატჰაუსი») – ძველი რატუშა, ქ. Ⴊაჲფციგის ხუროთმოძღვრების ძეგლი.

Altes Residenztheater («Ⴀლტეს რეზიდენცტეატერ») – თეატრი Ⴋჲუნხენში სხვადასხვაგვარი რეპერტუარით; მასში იმართება კამერული მუსიკის კონცერტები.

Altmark (Ⴀლტმარკი) – გეოგრაფიული წერტილი Ⴑაქსონია—Ⴀნჰალტის მხარეში.

Altstadt (ალტშტადტი) —ქალაქის ძველი ნაწილის სახელწოდება.

Altstadthofbühne («Ⴀლტშტადტჰოფბჲუნე») – თეატრი Ⴌჲურნბერგში სხვადასხვაგვარი პროგპრამებით: კაბარე და კომედია, პანთომიმა და როკ მუსიკის კონცერტები.

Ami m («ამი») – ამერიკელების ხუმრობით—უპატივცემულო სახელწოდება მეორე მსოფლიო ომის და მას შემდეგ პერიოდში.

Amiga-Platte (ფირფიტა «Ⴀმიგა») – სერიიდან «საესტრადო მუსიკა» ყოფილ ႢႣႰში.

Ammersee (Ⴀმერის ტბა) – ტბა Ⴁავარიაში.

Amrum (Ⴀმრუმი) – კუნძული Ⴂერმანიაში, ერთერთი Ⴙრდილო—Ⴔრიზული კუნძულებიდან.