Aurich (Ⴀურიხი) – ქალაქი Ⴕვემო Ⴑაქსონიის მხარეში.
Aussiedler (გადმოსახლებული) – ოფიციალური სახელწოდება ეთნიკური გერმანელების, რომლებიც ბრუნდებიან Ⴂერმანიაში Ⴃამოუკიდებელი Ⴑახელმწიფოების Ⴇანამეგობრობის ქვეყნებიდან და Ⴀღმოსავლეთ Ⴄვროპიდან.
Autobahn (ავტობანი) – ჩქაროსნული გზატკეცილი ორმხრივი მრავალრიგიანი უგზაჯვარედინო მოძრაობით.
Automobilwerk Eisenach (AWE) (Ⴀჲზენახის საავტომობილო ქარხანა) – აშენებულია 1898 წ. Ⴒჲურინგიის მხარის ქ. Ⴀჲზენახში. Ⴗოფილ ႢႣႰ უშვებდა მსუბუქ მანქანებს «Ⴅარტბურგი»; 90-ნი წლების დასაწყისში შევიდა «Ⴀდამ Ⴍპელ ႠႢს» შემადგენლობაში.
Auto Union AG («Ⴀუტო—Ⴓნიონ ႠႢ») – საავტომობილო კონცერნი, შექმნილი 1932 წ. ფირმების «Ⴀუდი—ვერკე ႠႢ», «Ⴅანდერერ—ვერკე», «Ⴞორხ—ვერკე ႠႢ» და «ႣႩႥ—ვერკე ႠႢ» შეერთების შედეგად; უშვებდა მანქანებს «Ⴀუდი», «Ⴞორხ», «ႣႩႥ» და სხვ.
Auto Union GmbH («Ⴀუტო—Ⴓნიონ ႢმბჀ») – საავტომობილო კომპანია, დაარსებული 1949 წ. ქ. Ⴈნგოლშტადტში; 1959 წ. შევიდა კონცერნ «Ⴃაჲმლერ—Ⴁენც ႠႢ» შემადგენლობაში; 1965 წლიდან აქციების საკონტროლო პაკეტი ეკუთვნის «Ⴔოლკსვაგენვერკ ႠႢს».
AWO – იხ. Arbeiterwohlfahrt.
Axel Springer Verlag AG («Ⴀქსელ Ⴘპრინგერ Ⴔერლაგ ႠႢ») – საგაზეთო—საგამომცემლო კონცერნი, უდიდესი Ⴄვროპაში; დაარსებულია 1947 წ. Ⴠამბურგში Ⴀქსელ Ⴘპრინგერის მიერ; 1970 წლიდან გარდაიქმნა აქციონერულ საზოგადოებაში.
Babelsberg (Ⴁაბელსბერგი) – ქ. Ⴎოტსდამის რაჲონი, სადაც მდებარეობს მსოფლიოში უძველესი და უმსხვილესი კინოსტუდია, რომელიც აგრძელებს ႳႴႠ—სტუდიის ტრადიციებს; აქვე იყო კინოსტუდია ႣႤႴႠ (ႢႣႰ).
Babelsberg 03 e.V. SV («Ⴁაბელსბერგ 03 ႱႴ») – Ⴂერმანიის ჩემპიონატის რეგიონალურ ლიგა «Ⴙრდილოეთის» საფეხბურთო კლუბი; დაარსებულია 1903 წ.
Backsteingotik (აგურის გოტიკა) – არქიტექტურული სტილი, დამახასიათებელი ჩრდილო—გერმანულ ქალაქებისთვის.
Baden (Ⴁადენი) – 1. ისტორიული ოლქი Ⴂერმანიაში; 2. 1951 წლიდან Ⴁადენ—Ⴅჲურტემბერგის ნაწილი.
Baden-Badenn (Ⴁადენ—Ⴁადენი) – ბალნეოლოგიური კურორტი Ⴘვარცვალდის მთებში (Ⴁადენ—Ⴅჲურტემბერგის მხარე); 51 ათასი მაცხოვრებელი; ყოველწლიურად ტარდება სპორტულ—საცხენოსნო შეჯიბრებები.
Badenweiler (Ⴁადენვაჲლერი) – ბალნეოკლიმატური კურორტი სამხრეთ Ⴘვარცვალდში (Ⴁადენ—Ⴅჲურტემბერგის მხარე); 3 600 მაცხოვრებელი; შემორჩენილია არქიტექტურული ძეგლები: ჰერცოგის სასახლის ნანგრევები, რატუშა, ძველრომაული აბანოები.
Baden-Württemberg (Ⴁადენ—Ⴅჲურტემბერგი) – Ⴂერმანიის ფედერალური მხარე; ფართობი 35 751 კვ. კმ, 10,15 მლნ. მაცხოვრებელი; ადმინისტრაციული ცენტრი Ⴘტუტგარტი; თვალწარმტაცი ლანდშაფტები: Ⴘვარცვალდი, Ⴐაჲნის, Ⴃუნაის, Ⴌეკარის ხეობები; მთიანი ადგილი Ⴉაჲზერშტული, Ⴁოდენის ტბა; აქ მდებარეობენ მსოფლიოში ცნობილი ფირმები: Ⴃაჲმლერ—Ⴁენცი (Daimler-Benz), Ⴁოში (Bosch), Ⴎორშე (Porsche), უმსხვილესი სამეცნიერო—კვლევითი ინსტიტუტები: Ⴂერმანული ონკოლოგიური ცენტრი (das Deutsche Krebsforschungszentrum) Ⴠაჲდელბერგში, Ⴋაქს Ⴎლანკის სახელობის მრავალრიცხოვანი ინსტიტუტები, Ⴂერმანული ლიტერატურული არქივი (das Deutsche Literaturarchiv) Ⴋარბახში; უმაღლესი სასამართლო დაწესებულებები: Ⴔედერალური სასამართლო (das Bundesgerichtshof) და Ⴔედერალური კონსტიტუციური სასამართლო (das Bundesverfassungsgericht) Ⴉარლსრუეში; უძველესი უნივერსიტეტი Ⴠაჲდელბერგში (დაარსებულია 1386 წ.); «Ⴘტუტგარტის ბალეტი» და «Ⴁახის საერთაშორისო აკადემია»; აქ გამოდის ქვეყნის წიგნების 40%; Ⴁადენ—Ⴅჲურტემბერგთან არის დაკავშირებული Ⴔ. Ⴘილერის, Ⴔ. Ⴂელდერლინის, Ⴅ. Ⴂაუფის, Ⴂ. Ⴅ. Ⴔ. Ⴠეგელის, Ⴔ. Ⴅ. Ⴘელინგის სახელები.