Bad Gottleuba (Ⴁად Ⴂოტლოჲბა) – კლიმატური და ბალნეოლოგიური კურორტი, მდებარეობს Ⴃრეზდენიდან (Ⴑაქსონია) სამხრეთ—აღმოსავლეთით მდინარე Ⴂოტლოჲბას ხეობაში; შემორჩენილია გვიანგოტიკური ეკლესიები Ⴊუკას Ⴉრანახის სკოლის მხატვრების მოხატულობით.
Bad Homburg vor der Hohe (Ⴁად Ⴠომბურგი ფორ დერ Ⴠოე) – ბალნეოლოგიური კურორტი Ⴠესენის მხარეში Ⴋაჲნის Ⴔრანკფურტიდან ჩრდილოეთით; მდებარეობს Ⴒაუნუსის მთების განშტოებებში ზღვის დონიდან 197 მეტრის სიმაღლეზე; მინერალური წყაროები ცნობილი იყო ძველ რომაელებისათვის; ტურიზმის ცენტრი; განვითარებულია ელექტრონიკა, ლითონდამამუშავებელი დი კვების მრეწველობები; ღირსშესანიშნაობები: ლანდგრაფების სასახლე (17 საუკუნე), ეკლესია Ⴑანკტ—Ⴋარია (ნეოგოტიკა, 19 საუკუნე), ყოფილი საკურორტო დარბაზი (ამჟამად კაზინო), მხარეთმცოდნეობითი მუზეუმი.
Badische Anilin- und Soda-Fabrik AG (BASF) («Ⴁადიშე ანილინ— უნდ სოდაფაბრიკ ႠႢ») – ქიმიური მრეწველობის უმსხვილესი აქციონერული საზოგადოება, შექმნილი 1865 წელს Ⴊჲუდვიგსჰაფენში; 1925—1945 წლებში კონცერნ «Ⴈ. Ⴂ. Ⴔარბენინდუსტრი ႠႢ» —ს შემადგენლობაში; ხელმეორედ დაარსდა 1952 წელს.
Baedeker Karl (1801—1859 წწ.) – გერმანელი გამომცემელი, 1827 წ. Ⴉობლენცში დააარსა სხვადასხვა სახელმწიფოების გზამკვლევების გამომცემლობა; სიტყვა «ბედეკერი» გახდა გზამკვლევების სახელწოდება, რომლების გამოცემასაც აგრძელებს თანამოსახელე ფირმა Ⴠამბურგში და Ⴘტუტგარტში.
Bandoneon (ბანდონეონი) – ხელის გარმონი დასაკრავი ღილაკებით ორივე მხრიდან; სახელდებულია გერმანელი გამომგონებლის Ⴂ. Ⴁანდის სახელით.
Вар («Ⴁაპი») – გერმანული როკ—ჯგუფი, შექმნილი 1976 წ. Ⴅოლფგანგ Ⴌიდეკენის მიერ; 1981 წ. ამ ჯგუფის ფირფიტამ დაიკავა პირველი ადგილი ხიტ—პარადში.
Barbarafeier (Ⴜმინდა Ⴁარბარეს Ⴃღესასწაული) – მემაღაროელების დღესასწაული; აღინიშნება 4 დეკემბერს Ⴜმინდა Ⴁარბარეს Ⴃღეს; ეს წმინდანი ითვლება მემაღაროელების მფარველად.
Bartholomäus Dom (Ⴜმინდა Ⴁართლომეს ტაძარი Ⴋაჲნის Ⴔრანკფურტში) – ამ ტაძარში Ⴍქროს Ⴁულის კანონების (1356 წ.) თანახმად ირჩევდნენ და ადგავდნენ გვირგვინს გერმანელ იმპერატორებს (1562—1792 წწ.); წარმოადგენს გოტიკის სტილში შესრულებულ ქვიშაქვის მაღალ კოშკს «Ⴂლორიოზა» —ს 12,8 ტონიანი ზარით, რომელიც ჩამოისხა 1877 წ. Ⴃრეზდენში.
Bartholomäus-Fest (Ⴜმინდა Ⴁართლომეს Ⴃღესასწაული) – გლეხების დღესასწაული; აღინიშნება 24 აგვისტოს Ⴜმინდა Ⴁართლომეს Ⴃღეს; ეს წმინდანი ითვლება გლეხების მფარველად, განსაკუთრებით მესაქონლეების და მეღვინეების.
BASF AG (შემ. Badische Anilin- & Soda-Fabrik AG—სგან, Ludwigshafen) («ႡႠႱႴ ႠႢ» («Ⴁადიშე ანილინ— უნდ სოდა—ფაბრიკ ႠႢ», Ⴊჲუდვიგსჰაფენი) –