Ⴇანამედროვე Ⴂერმანია. Ⴊექსიკონი - страница 20

Шрифт
Интервал


Branntwein (ბრანტვაჲნი) – მაგარი ალკოჰოლური სასმელი; ცნობილია 1500 წლიდან.

Bratwurst – შემწვარი ძეხვი.

Braunschweig (Ⴁრაუნშვაჲგი) – ქალაქი ფედერალურ მხარეში Ⴕვემო Ⴑაქსონია; 259 ათასი მაცხოვრებელი; აქ აწარმოებენ მსოფლიოში ცნობილ ფოტოაპარატებს «Ⴐოლაჲ» (Rollei-Kameras) და პიანინოს «Ⴘიმელ» (die Schimmel-Pianos); უნივერსიტეტი (11 ს.), რომანული ტაძარი (12 ს.). Ⴠერცოგ Ⴀნტონ Ⴓლრიხის სახელობის მუზეუმი უძველესია Ⴄვროპაში.

Braunschweiger Zeitung («Ⴁრაუნშვაჲგერ Ⴚაჲტუნგი») – ყოველდღიური გაზეთი, რომელიც გამოდის ქ. Ⴁრაუნშვაჲგში (Ⴕვემო Ⴑაქსონიის მხარე) ტირაჟით 223 700 ეგზ.

BRD – იხ. Bundesrepublik Deutschland.

Brecht-Theater (Ⴁრეხტის თეატრი) – იხ. Berliner Ensemble.

Breisgau (Ⴁრაჲსგაუ) – გეოგრაფიული ოლქი Ⴁადენ—Ⴅჲურტემბერგის მხარეში.

Bremen (Ⴁრემენი) – 1. Ⴂერმანიის ყველაზე პატარა ფედერალური მხარე; ფართობი 404 კვ. კმ., მოსახლეობის რაოდენობა 685 ათასი მაცხოვრებელი; 2. ქ. Ⴁრემენი – ფედერალური მხარის Ⴁრემენის ადმინისტრაციული ცენტრი, მეორე (Ⴠამბურგის შემდეგ) საზღვაო ნავსადგური მდინარე Ⴅეზერის ქვემო დინებაში; მოსახლეობის რაოდენობა 533 ათასი მაცხოვრებელი; 1358 წ. შევიდა Ⴠანზის Ⴉავშირის შემადგენლობაში; ნედლი ბამბის, თამბაქოს, ბენზინის, ჩაის მსოფლიო ბაზარი; განვითარებულია მანქანათმშენებლობა, გემთმშენებლობა, ავიამშენებლობა, მეტალურგიული, ქიმიური, ხის დამამუშავებელი მრეწველობები; ქალაქის საბაზრო მოედანზე მდებარეობს Ⴜმ. Ⴎეტრეს 11—13 სს. რომანული ტაძარი, რატუშა Ⴀღორძინების ხანის ტრადიციებში და Ⴐოლანდის ქვის ქანდაკება («Bremer Roland») რაინდულ ჯავშანში, მახვილით და ფარით ხელში; იქვე გვერდზე დგას Ⴁრემენელი მუსიკოსების ძეგლი; ქალაქის სხვა ღირსშესანიშნაობებისგან აღსანიშნავია სახელგანთქმული Ⴁეხტერშტრასე ხელოვნების და გამოფენების ცენტრით, Ⴘნოორფირტელის კვარტალი ხელოსნების, ანტიკვარიატით მოვაჭრეების სახლებით და სხვ.



Bremer Grunkohl mit Pinkel (მწვანე კომბოსტო ძეხვით ბრემენულად) – ძეხვი მზადდება ღორის ქონისგან და ბურღულისგან; კარგად შეკაზმულია და შებოლილი.

Bremerhaven (Ⴁრემერჰაფენი) – ქალაქი Ⴁრემენის მხარეში, Ⴁრემენის ავანპორტი მდინარე Ⴅეზერის შესართავში; მოსახლეობა 133 ათასი მაცხოვრებელი; ქვეყნის ერთ—ერთი მთავარი სამგზავრო პორტი, თეზზის ნაზსადგური; განვითარებულია გემთმშენებლობა, თევზგადამამუშავებელი მრეწველობა; საზღვაო არსენალი.

Bremer Vulkan Verband AG («Ⴁრემერ Ⴅულკან ფერბანდ ႠႢ») – ერთერთი უმსხვილესი გემთსამშენებლო კომპანია Ⴂერმანიაში.

Bremische Burgerschaft